ომი უკრაინაში - შეფასებები თბილისში


საომარი მოქმედებები უკრაინაში, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და ომგამოვლილი საქართველოს მიმართ გაზრდილი საფრთხეები - ოპოზიცია ხელისუფლებისგან უსაფრთხოების მიმართულებით ანტიკრიზისული პროგრამის მომზადებას და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას მოითხოვს. ოპონენტებს ასევე აინტერესებთ, რა გეგმა აქვს ქვეყანას ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად. საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია, ყველა ნაბიჯის მათთან შეთანხმება, შესაძლო რისკების დაზღვევა და უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელება - ასეთია მმართველი გუნდის გზავნილები. პოლიტიკური სპექტრი საომარი მოქმედებების დროულად დასასრულებლად დასავლეთის მხრიდან ზომების გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან