ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით დამტკიცდა და დეპუტატები დღესვე კენჭს მესამე მოსმენითაც უყრიან. საკითხის მომხსენებლისა და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, 2 მარტს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ეწურება და შეიძლება მისი შემცვლელის დამტკიცება ერთი წელი ვერ მოხერხდეს და ეროვნული ბანკი პრეზიდენტის გარეშე დარჩეს. ამიტომ „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ამ კანონპროექტით, მსგავსი მოცემულობის წინასწარ გადაზღვევა ხდება. ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს და დაგეგმილი ცვლილებების უკან „ქართული ოცნების“ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. ოპონენტების ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად უარყოფენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხს, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს აირჩევენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს დღეს აირჩევენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნულ ბანკს ნათია თურნავა უხელმძღვანელებს - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხალხი გამოგიტანთ განაჩენს ყველაფერზე ერთად - ხმაური სესიაზე...
Tv Kavkasia
#საქმიანისაღამო: ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებე...
Business Media Georgia
საკონსტიტუციო სასამართლოში „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონშ...
TV 25
პრეზიდენტი და არასამთავრობები "ეროვნული ბანკის შესახებ" კანო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster