აქცია მერიასთან


„ლეიბორისტული პარტია“ შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს დედაქალაქის მერიასთან, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ და თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით გადაკეტეს - მოთხოვნით, მოიხსნას ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული რეგულაციები. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პოლიციამ ტერიტორიის გადაკეტილი ნაწილი გაათავისუფლა. პარტიის წარმომადგენლები პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებას ითხოვენ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა“ საქართველოსთვის შეუერთდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან