ინტერვიუ მაია ჩხაიძესთან


ბოლო კვირაა, რესპირატორული ვირუსების შემთხვევებმა იმატა, თუმცა სპეციალისტები პიკს დეკემბერ-იანვარში ელოდებიან. დაბალი იმუნიტეტი და პირბადის ტარების შემცირებული მაჩვენებელი - სწორედ ამით ხსნიან მედიკოსები ვირუსების ნავარაუდევზე ადრე გავრცელების მიზეზს. ამ ეტაპზე ქვეყანაში ა ტიპის გრიპი, ე.წ ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც მაღალი ტემპერატურით, ყელისა და სახსრების ტკივილით და ხველით ხასიათდება. ვირუსი ფართოდაა გავრცელებული ბავშვებშიც, რის გამოც კლინიკებში მიმართვიანობამ იმატა.

სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რომელიც 30 ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

რა ტიპის ვირუსთან გვიწევს გამკლავება, რამდენად დიდია ავადობის მაჩვენებელი და არის თუ არა მზად ჯანდაცვის სექტორი პაციენტთა მოსალოდნელი მზარდი ნაკადის სამართავად. ამ თემაზე ჩვენს შეკითხვებს ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე უპასუხებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან