„მოქალაქეების“ მოთხოვნა

26.03.2021 01:05

პენსიონერების მიერ პენსიის წინასწარ მიღებაზე „ლიბერთი ბანკში“ მოქმედი საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს. პარტია „მოქალაქეების“ განცხადებით, 36 %-ანი განაკვეთი უსამართლოდ მაღალია. ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის გამართვას და მასში „ლიბერთი ბანკის“, ეროვნული ბანკის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლას მოითხოვენ. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები საკითხზე დღეს უშუალოდ პენსიონერებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია, როგორ ისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე ეს მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: