დონარა კინწურაშვილის გახსენება


პირველ ქართულ ტელევიზიაში გატარებული 45 წელი, მაყურებლებს შორის მოპოვებული განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა, გამორჩეული ხმა და გარეგნობა - 82 წლის ასაკში დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა.

ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ ფრაგმენტებს სხვადასხვა ინტერვიუდან, სადაც საქართველოს პირველი არხის პირველი თაობის წარმომადგენელი და ერთ-ერთი პირველი წამყვანი ტელევიზიაში მოსვლის ისტორიას და აქ გატარებული წლებს იხსენებს.

პირველი ტელე-ეთერი 1963 წელს, 21 წლის ასაკში ჰქონდა ამის შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მაყურებელს თავი არაერთი გადაცემით დაამახსოვრა.  ცნობილ ტელეწამყვანს  ხვალ „ლურჯი მონასტრიდან“ გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან