აქონდროპლაზიით დაავადებული, ანუ ზრდის პრობლემების მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი სახელმწიფოსგან ერთი წლის წინ გამოშვებული, ძვირადღირებული სამკურნალო პრეპარატის „ვოზორიტიდის“ დაფინანსებას მოითხოვენ. როგორც თავად ამბობენ, დაფინანსების დაპირება მიღებული ჰქონდათ, თუმცა 2023 წლის ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული არ არის. მათ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, ადვოკატიც აიყვანეს. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მშობლები პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებას აანონსებენ.
მედიკამენტი „ვოზორიტიდი“, რომელიც ინექციის სახით კეთდება, ინსტრუქციის თანახმად დაავადების მქონე ბავშვს ყოველდღიურად უნდა გაუკეთდეს. მის გამოყენებას კი შედეგი მაშინ აქვს, როდესაც ბავშვის ზრდის ზონები ღიაა. მშობლების ინფორმაციით, სულ ქვეყანაში აქონდროპლაზიის მქონე 17-მდე ბავშვია. თუმცა, მშობლები ამბობენ, რომ ისინი დათმობაზე წავლენ და ჯანდაცვის სამინისტროს სთავაზობენ მხოლოდ შვიდი ბავშვის მკურნალობა დააფინანსონ, ვინაიდან მათთვის ახლა ეს პრეპარატი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებული ინფორმაციით, თითო ბავშვისთვის წლის განმავლობაში მედიკამენტის ღირებულება 200 000 დოლარი იქნება. სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი მედიასთან არ გაუკეთებია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.