ჭიათურა - უბედურების ზონა

05/23/2023

https://mtisambebi.ge/ - „მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიება გიყვებათ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს ნახულობს, ამ გზაზე ტოტალურად როგორ უგულებელყოფს კანონებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, პირდაპირ მიწაში მარხავს მათ ქონებას და მომავლის პერსპექტივას. ამ დანაშაულებრივ საქმეში „ჯორჯიან მანგანეზის“ მოკავშირე და მფარველი სახელმწიფოა.

ფილმი მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან ავტორები. ანგარიში არ გამოხატავს ევროპის ფონდისა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.