თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

09/28/2017
info rustavi-ის მიერ

თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბ.ჯ., 26 წლის დ.გ. და 25 წლის პ.კ. ღამის 02:00 საათზე ათათურქის ქუჩაზე მიმავალი ქალისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ.

პოლიციმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გამოიკვლია, რის შემდეგაც საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. დაკავების ამსახველ ვიდეოს ადგილობრივი მედიასაშუალება ავრცელებს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს : http://inforustavi.ge/
შემოგვიერთდით Facebook გვერდზე:   / inforustavi  
გამოგვყევით Twitter-ზე:   / inforustavi  
გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი:   / info.rustavi  

For more information visit us on : http://inforustavi.ge/
Facebook :   / inforustavi  
Twitter:   / inforustavi  
Instagram:   / info.rustavi

ვიდეოები „info rustavi"-ისგან