ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია

06/24/2015
Tbilisi City Hall Presscentre-ის მიერ

23/06/2015
თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ვებ-გვერდის - http://help.tbilisi.gov.ge -ს პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრეზენტაციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებების შესახებ. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაზარალებულებს გაუწიონ დახმარება საჭიროებების მიხედვით, ოჯახების მიხედვით, ასევე მოცემულია ინფორმაცია სტიქიის ზონაში სპეც ტექნიკის საჭიროების შესახებ. ამასთან, მოქალაქეს თავად შეუძლია შეავსოს შესაბამისი ველი და საკუთარი სურვილის მიხედვით დაეხმაროს დაზარალებულებს.

ვიდეოები „Tbilisi City Hall Presscentre"-ისგან