#25წლისწინ #კინონოსტალგია
#25წლისწინ, როცა სრული ქაოსი იყო - უშუქობა, პურის და ნავთის რიგები, სროლა და ომის მოლოდინი, ჰოლივუდი სრულიად ახალ, განსაკუთრებულ ეპოქაში შევიდა - მრავალრიცხოვანი ბლოკბასტერები, მძაფრი ფსიქოლოგიური თრილერები, მაღალბიუჯეტიანი ისტორიული დრამები, გარღვევები ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართულებით, ახალი, მომავალში კი ლეგენდად ქცეული რეჟისორების პირველი ნაბიჯები ამერიკული კინოს ხმამაღალი განაცხადი გახდა. ოკეანისგაღმელთა ტენდენციებს არც ევროპული კინო ჩამორჩა და XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ბებერმა კონტინენტმაც არაერთი შთამბეჭდავი ფილმი შექმნა. ერთად გავიხსენოთ 25 წლის წინანდელი შოკისმომგვრელი და დასამახსოვრებელი ფილმები, რომლებმაც ჩვენი ნაცრისფერი და უპერსპექტივო 90-იანები ოდნავ გაახალისა და ჩვენს მესხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა - ფილმები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის შემდეგაც არ კარგავენ სიმძაფრეს და მათი ყურება კვლავ დიდი ინტერესით შეგვიძლია!
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...