ხანძარი ქუთაისში

18.06.2019 00:43

ხანძარი იყო ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლის შენობაში.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სხვენში დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილზე მოხდა 7 ავტოცისტერნის მობილიზება. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: