სკოლის დირექტორთა კონკურსის კანდიდატებმა, მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართეს. მათი მოთხოვნები უცვლელია - პროტესტის მონაწილეები დირექტორთა კანდიდატების გასაუბრების პროცესის ხელახლა ჩატარებას და დისკრეციულად დანიშვნის წესის გამოყენებას ითხოვენ. მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების სამინისტროსთან აქციას 29 ნოემბრიდან მართავდნენ. 5 დეკემბერს მაია ეკალაძეს განათლების მინისტრი პირადად შეხვდა, თუმცა შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა. ეკალაძის განცხადებით, მას დირექტორის სერტიფიკატზე უარი უსამართლოდ ეთქვა. მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა 4 დეკემბერს დაიწყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე დღეში შეწყვიტა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.