#მოამბე 21 საათზე, 27 დეკემბერი, 2023 #LIVE

27.12.2023

• მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან თანამშრომლობაზე საუბარს იწყებს და ახალი ალიანსის ფორმირებისთვის ემზადება - ოპოზიცია კოალიციის შექმნას მიესალმება, მმართველი გუნდი კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ლელოს“ მანკიერ ალიანსზე მიუთითებს და პარტიის ლიდერის აღიარებაზე საუბრობს • ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფო დამატებით, 21 დასახელების ინოვაციურ, ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს - მიმდინარე რეფორმა მოქალაქეების ჯიბიდან გადახდის წილის შესამცირებლად, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია და შედეგები • ავიაიერიშები ღაზას სექტორში, მსხვერპლი, ნგრევა, ასობით გარდაცვლილი და დაშავებული - ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე, ომის დასრულების ბუნდოვანი პერსპექტივა და აღმოსავლეთის ლიდერთა მკაცრი ურთიერთშეფასებები • მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა პირველ არხზე და ტელევიზიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების თამაში ნონა გაფრინდაშვილთან - შეხვედრა პირველ ქალ საერთაშორისო დიდოსტატთან და ისტორიული დღე პირველი არხისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: