პრეს-ტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის

14.06.2022 01:06

ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პრეს-ტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, მათ შორის კულინარიულ მასტერკლასს. ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის გადაცემის, Lifestyle-ს  პროდიუსერი და ოპერატორი, ასევე  ჟურნალის, Biograph-ის​ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს სხვადასხვა  კუთხეებსაც მოინახულებენ. გაეცნობიან ტურისტულად საინტერესო ადგილებს. ბულგარელმა ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ძველი თბილისი და კახეთში გაემგზავრნენ, სადაც წინანდალს, ნაფარეულს, ალავერდსა და სიღნაღს მოინახულებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog