კერპები, თაყვანისმცემლები და «თეთრი წერო» - მომღერალი გლუკოზა თბილისში
კერპები, თაყვანისმცემლები და «თეთრი წერო» - მომღერალი გლუკოზა თბილისში #თეონა21 #Teona21 facebook.com/Teona21 E-mail: [email protected] კერპები, თაყვანისმცემლები და «თეთრი წერო» უკვე მეოთხე წელია უბრალო რუსი გოგონას, ნატაშა იონოვას (გლუკოზას) თაყვანისმცემელი ვარ. ძალიან მომწონს მისი სიმღერები და მულტიპლიკაციური კლიპები, მომხიბვლელი გოგონა-მულტიკი ჩემნაირი ხასიათის მეჩვენება. გავიგე, რომ გლუკოზა თბილისში კონცერტის გამართვას აპირებდა. დრო არ დამიკარგავს და ზეთის საღებავები ავიღე. ერთ კვირაში დავხატე იგი თბილისი ფონზე და გადავწყვიტე ნახატი ნატაშასთვის მეჩუქებინა. და აი, 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, კონცერტამდე 2 საათით ადრე სპორტის სასახლეში ვიყავი. დაცვას ავუხსენი, რომ ნატაშასთვის საჩუქარი მქონდა გადასაცემი, რომ ძალიან მინდოდა მისი ნახვა. ამ დროს ორი გოგონა მომიახლოვდა და მკითხა - თეონა გვაძაბია არა ხარო? თურმე ისინი «თეთრი წეროს» მიერ მოწყობილ ჩემს გამოფენაზე ყოფილან, ჩემი ზღაპრებიც წაუკითხავთ ჟურნალში. გოგონებს და დაცვას ჩემი ნახატი ვაჩვენე და კულისებში გამიშვეს. თვითმფრინავი იგვიანებდა და 3 საათი ველოდე. უცებ ერთი რუსი ყმაწვილი მომიახლოვდა გლუკოზას დაცვიდან და იმ ოთახში შემიპატიჟა, სადაც ჩემი კერპი იყო. დიდი ოთახის კუთხეში, მაგიდასთან იჯდა და პლაკატზე ავტოგრაფებს აკეთებდა. დრო არ ჰქონდა, ღელავდა, რომ კონცერტის დაწყება დაგვიანდა. მღელვარების მიუხედავად, გლუკოზამ ძალიან თბილად მიმიღო, საჩუქარი გამომართვა, თავისი სურათი მაჩუქა და ჩემთანაც გადაიღო სამახსოვრო ფოტო. ნატაშა გამომიტყდა, რომ ჩემი საჩუქრით გუნება გამოვუკეთე. ემოციით აღვივსე. მისგან გამოსული, ბედნიერებისგან ავტირდი. ჟურლისტები მომიახლოვდნენ და ინტერვიუ მთხოვეს. ძალიან ვღელავდი. დარბაზი გადაჭედილი იყო. მთელი გულით ვცეკვავდი და ვმღეროდი მასთან ერთად. მეორე დღეს, ინტერვიუ დილისა და საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში გადასცეს გლუკიზასთან დაკავშირებულ სიუჟეტში და მე მთელ სკოლაში პოპულარული გავხდი. მეც მინდა გლუკოზასნაირი მომღერალი გამოვიდე. ვფიქრობ, თუ ძალიან შევეცდები, ძალისხმევას არ დავიშურებ, შეიძლება ყველაფერს მივაღწიო. თეონა გვაძაბია 15 წლის 2006 წელი
Hubble G-ის სხვა ვიდეოები
გალაკტიონ ტაბიძე - ბედისწერა
03:59
პატარა ლურჯი მანქანა (საბავშვო)
00:33
ბრძნული გამონათქვამები, სამოტივაციო ვიდეო 1
03:40
ლექს სენი - ხედავდი / Lex-seni - Khedavdi
02:53
ტარიელ ბერაძე (ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სა...
02:03
ჩემი შთაბეჭდილება რუსთაველის თეატრის მიმართ. სპექტ...
00:28
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს! #თეონა...
03:30
ოქროს ულვაში, სახლის ჟენშენი, ვენერას თმა, სურნელო...
მსგავსი ვიდეოები
ქრისტეს აღდგომის შემდეგ შენობა-ეკლესიებში და მღვდლებთანაა ღ...
Teopile Malakia
ძველ ქართული წარმართული კერპები და კულტები - ისტორიული ფაქტე...
ქრისტიანული არხი • Christian Channel
მამა თეოდორე (თანამედროვე ადამიანის კერპები სიყვარული,სამ...
Nucaanucaa Nucaa
ირაკლი ასლანიკაშვილი - კერპები / Irakli Aslanikashvili (HD)
თავისუფალი პოეზია
რატომაა ხატები იგივე კერპები ?
ქრისტიანობის ებრაული ფესვები
როგორ კლავს აზროვნებას და ათაყვანებს ქართულ ცნობიერებას კერპ...
Teopile Malakia
დღის გმირები | ისტორიული წარმატება და საფეხბურთო კერპები გულ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ღმერთი და კერპი
S.O.S