ყარაბაღული ქადა ფილმიდან კავკასიის ტყვე ქალი,Карабахская Кята (Гата),Karabakh tortilla "Gata

05/06/2021
CHEF GIGA BAKES-ის მიერ

ყარაბაღული ქადა ფილმიდან კავკასიის ტყვე ქალი
ყარაბაღული ქადა რომელსაც მიირთმევდა ნინა ფილმში კავკასიის ტყვე ქალი.მომზადებულია უნაზესი ცომით და უგემრიელესი შიგთავსით,რეცეპტი ინტერნეტიდან.
ცომის ინგრედიენტები:
1.600 გ ფქვილი
2.170 მლ რძე თბილი 35-40 ° c
3.21 გ საფუარი(7 გ მშრალი საფუარი)
4.1 ს.კ ზეთი
5.მწიკვი მარილი
6.1 ჩ.კ ვანილი
7.80 გ ნაღების კარაქი კარგად დარბილებული
8.2 კვერცხი (-1 კვერცხის გული ზემოდ წასასმელად)
9.120 გ შაქარი
---------------------------
შიგთავსის ინგრედიენტები:
1.220-230 გ ფქვილი
2.150 გ ნაღების კარაქი ოთახის ტემპერატურის
3.130 გ შაქრის პუდრა ან შაქარი
4.1 ჩ.კ ვანილი
---------------
ცომს მოვამზადებ აპარული წესით.თბილ რძეს დავუმატებ შაქარს საერთო რაოდენობიდან 1 ჩ.კ,და კარგად დაფხვნილ საფუარს 21 გ,
მოვურევ იქამდე სანამ საფუარი კარგად არ გაიხსნება.
შემდეგ ვუმატებ 4 სუფრის კოვზ ფქვილს საერთო რაოდენობიდან(600 გ ფქვილი),კარგად მოვურევ სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი,კონსტიტენციით უნდა გავდეს არაჟანს.
შემდეგ დავახურებ პარკს და დავასვენებ 15-20 წუთით ,მასა აუცილებლად უნდა გასამმაგდეს.
ამასობაში კარაქს,შაქარს,კვერცხს მარილს და ვანილს ავთქვიფავ ერთგვაროვნებამდე ,დაიმახსოვრეთ შაქარი კარგად უნდა გაიხსნას.
20 წუთის შემდეგ ,თხევად ინგრედიენტებს გადავიტან საფუარის,აპარის მასაში მოვურევ კარგად და დავიწყებ დარჩენილი ფქვილის მასის პერიოდულად შეზელას,კარგად დაუკვირდით ცომის კონსტიტენციას,ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი,..ფქვილი შეიძლება ყველა არ დაგჭირდეთ,მე გამოვიყენე ზუსტად 600 გ ფქვილი.
ფქვილის მთლიანი რაოდენობის შეზელის შემდეგ ჯამის გვერდებზე მოვასხი ზეთი და კიდევ ამოვზილე ცომი 2 წუთით.ამის შემდეგ ცომი გადავიტანე დასამუშავებლად მაგიდაზე და დავამუშავე დაახლოებით 8-10 წუთით,შემდეგ მოვუსვი ზემოდან დამრგვალებულ ცომს ზეთი დავახურე პარკი და დავასვენე სითბოში 35-40 წუთით.
----------------
ვუცდი ცომის ამოსვლას
----------------

ცომის დამუშავება
ცომის ამოსვლის შემდეგ დავამუშავე კიდევ ცომი რამოდენიმე ხანი,მივეცი რულეტის ფორმა და დავჭერი 5 თანაბარ ნაჭრად.
თქვენზე არის დამოკიდებული რა ზომის ქადები გნებავთ ამის მიხედვით დაჭრით თქვენთვის სასურველ ზომებად.
დაჭრის შემდეგ დავამრგვალოთ ცომი და მივცეთ ბურთულების ფორმები, დავაფაროთ პარკი და კიდევ დავასვენოთ 10-15 წუთით.
---------------------
ვიწყებ შიგთავსის მომზადებას

150 გ ოთახის ტემპერატურის კარაქს დავუმატე 130 გ შაქრის პუდრი,1 ჩ.კ ვანილი და კარგად ავურიე მასის ერთგვაროვნებამდე,ამის შემდეგ დავუმატე 220-230 გ კარგად გაცრილი ფქვილი,მოვურიე და დავიწყე მასის დამუშავება.კონსტიტენციით უნდა გავდეს ფხვიერ მიწას,არ უნდა ქონდეს ბურთულები,აუცილებელია იყოს ძალინ ფხვიერი,და დაიმახსოვრეთ ისიც რომ შეეცადეთ კარაქი არ გათბეს და დნობა არ დაიწყოს.ყველა ნიუანსი აუცილებლად კარგად არის გასათვალისწინებელი.
-----------------
ცომის დასვენების და შიგთავსის მომზადების შემდეგ ვიწყებ ცომის ბურთულების გაბრტყელებას,ვიდეოში მითითებული არის ყველაფერი.
დაიმახსოვრეთ იმ მხარეს რომელსაც აბრტყელებთ უნდა მოექცეს ქვემოდან ანუ გაბრტყელების მომენტში უნდა გადაატრიალოთ ცომი და გააგრძელოთ მეორე მხარის გაბრტყელება.
კიდევ ერთი ნიუანსი შეეცადეთ ძალიან არ დააწვეთ ცომს გაბრტყელების დროს,და არ უნდა იყოს თხელი ცომის მასა,თორემ შეკვრის დროს გაიხსნება და შიგთავსი გადმოვა.
ცომის გაბრტყელების შემდეგ მოვუსვათ კარაქი და დავდოთ შიგთავსი,შემდეგ კარგად შევკრათ,ცოტა დავპრესოთ ხელით,გადავატრიალოთ რომ შეკრული მხარე მოექცეს ქვემოდან,გამოცხობის დროს.
ასე გავაკეთებ ყველა ქადას.
----------------
ღუმელს ვახურებ 190-210 °c
----------------
ამასობაში ქადები გადამაქვს გამოსაცხობ ფორმაზე,ვუსმევ კვერცხის გულს,ვუკეთებ დეკორირებას ,დავჩხვლეტ რომ ზემოდან ჰაერმა იმოძრაოს და გამოცხობის დროს არ გასკდეს.
---------------
ვაცხობ 190-210°c 15 წუთით
---------------
მოცემული ინგრედიენტებით გამოდის 5-6 ცალი ქადა.
---------------
გემრიელად მიირთვით
-----------------
Карабахская Кята (Гата)
Рецепт теста:
170 мл. молока,
20 гр. дрожжей,
2 крупных яйца (минус желток на смазку),
80 гр. сливочного масла,
120 гр. сахара,
щепотка соли,
1 ч. л. ванильного сахара,
600 гр. муки,
1 ст. л. растительного масла.
Температура выпечки 190 - 210 градусов время выпечки 15 минут, учитывайте особенности своей духовки.
Начинка:
150 гр. топлёного сливочного масла,
130 гр. мелкого сахара или сахарной пудры,
1 ч. л. ванильного сахара,
220-230 гр. муки.
----------------------------
Karabakh tortilla \"Gata\"
Ingredients:
170 ml of milk
20 grams of yeast,
2 large eggs (minus the yolk per grease),
80 g butter,
120 g sugar
a pinch of salt,
1 teaspoon vanilla sugar
600 gr flour
1 tablespoon of vegetable oil.
Filling:
150 g melted butter,
130 g sugar
1 teaspoon vanilla sugar
220-230 gr of flour.
#ყარაბაღულიქადა
#КарабахскаяКятаГата
#KarabakhtortillaGata
#ქადა
#აზერბაიჯანულიქადა

ვიდეოები „CHEF GIGA BAKES"-ისგან