ახალი 6 | პატიმრების ბრალდებები | 26.09.12
„მეცხრე არხის" ახალი მასალა ქსნის კოლონიიდან. ჩვენს ჟურნალისტს პატიმრები დაუკავშირდნენ. ისინი წამებისა და ცემის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ წამების პროცესში უშუალო მონაწილეობას ხშირად იღებდა თავად ბაჩო ახალაია. პატიმრები ასევე საუბრობენ მეგის ქარდავას, გაგა მკურნალიძის, ბაჩო რუხაიას და ზურაბ რუხაიას მხრიდან გამოვლენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე. პატიმრები ძალადობისა და მუქარის შედეგად მიღებულ ყალბ ჩვენებებზეც საუბრობენ, რის შემდეგაც მათ პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. პატიმრები სახალხო დამცველის აპარატს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ომბუდსმენს კონკრეტული წამების ფაქტების შესახებ არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც რეაგირება არ მოყოლია. ერთ-ერთი პატიმარი ყვება, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის გადაცემული წერილი, რომელიც მან ომბუდსმენს გაუგზავნა, მოგვიანებით ციხის დირექტორის კაბინეტში ნახა. პატიმრების ინფორმაციით, ბოლო დღებში განვითარებული მოვლენების შემდეგ საპყრობილეში სიტუაცია განიმუხტა, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. პატიმრები დახმარებას ითხოვენ. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube
მსგავსი ვიდეოები
ახალი 6 | პატიმრების გათავისუფლ. | 29.12.12
GeoArchive
ახალი 6 | პატიმრების გათავისუფ. | 10.11.12
GeoArchive
ახალი 6 | პატიმრების გათავისუფლ. | 13.01.13
GeoArchive
ახალი 6 | მინისტრის ინიციატივა | 25.09.12
GeoArchive
ახალი 6 | კონსულის პროტესტი | 25.09.12
GeoArchive
ახალი 6 | შეწყალებული პატიმრები | 06.12.12
GeoArchive
ახალი 6 | გარდაცვლილი პატიმარი | 26.09.12
GeoArchive
„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ | ახალი დეტალები
Formula News