ახალი 6 | პატიმრების ბრალდებები | 26.09.12

09/26/2012
GeoArchive-ის მიერ

„მეცხრე არხის\" ახალი მასალა ქსნის კოლონიიდან. ჩვენს ჟურნალისტს პატიმრები დაუკავშირდნენ. ისინი წამებისა და ცემის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ წამების პროცესში უშუალო მონაწილეობას ხშირად იღებდა თავად ბაჩო ახალაია. პატიმრები ასევე საუბრობენ მეგის ქარდავას, გაგა მკურნალიძის, ბაჩო რუხაიას და ზურაბ რუხაიას მხრიდან გამოვლენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე. პატიმრები ძალადობისა და მუქარის შედეგად მიღებულ ყალბ ჩვენებებზეც საუბრობენ, რის შემდეგაც მათ პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. პატიმრები სახალხო დამცველის აპარატს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ომბუდსმენს კონკრეტული წამების ფაქტების შესახებ არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც რეაგირება არ მოყოლია. ერთ-ერთი პატიმარი ყვება, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის გადაცემული წერილი, რომელიც მან ომბუდსმენს გაუგზავნა, მოგვიანებით ციხის დირექტორის კაბინეტში ნახა. პატიმრების ინფორმაციით, ბოლო დღებში განვითარებული მოვლენების შემდეგ საპყრობილეში სიტუაცია განიმუხტა, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. პატიმრები დახმარებას ითხოვენ.
http://tv9.ge
http://tv9.ge/live
http://tv9.ge/twitter
http://tv9.ge/scribd
http://tv9.ge/facebook
http://tv9.ge/youtube