ახმეტაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 160 ათასი დაიხარჯება

23.07.2014 01:10

ახმეტაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 160 ათასი ლარი გამოიყოფა, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაიხარჯება. როგორც ახმეტის გამგებლის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი აცხადებს, თანხა ძირითადად, ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოების შესრულებას მოხმარდება. მიმდინარე წლის ივნისში ძლიერმა სტიქიამ ახმეტა მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი წვიმის გამო ადიდდა რამდენიმე ხევი, რამაც საგზაო მიმოსვლა შეაფერხა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. მოსახლეობამ ხელისუფლებისგან დახმარება არაერთხელ მოითხოვა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1pcdfaj

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო