გამოძიება კანადის სკოლა-პანსიონში


კანადის პრემიერი კათოლიკურ ეკლესიას აკრიტიკებს. ჯასტინ ტრიუდოს მკაცრი განცხადება, კანადაში ყოფილი სკოლა-პანსიონატის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 215 ბავშვის ნეშტის საქმეს ეხება. ბრიტანულ კოლუმბიაში მდებარე პანსიონატი მკვიდრი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი და მათი კულტურისა და ენის განადგურებას ისახავდა მიზნად. ამ პანსიონატებს მთავრობასთან ერთად რელიგიური ლიდერებიც მართავდნენ. კანადის ხელისუფლებამ აღნიშნული მიდგომის გამო, ბოდიში უკვე მოიხადა, თუმცა, როგორც კანადის პრემიერი ამბობს, კათოლიკური ეკლესია ჯერ დუმილს ინარჩუნებს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. ქემლუპსის სკოლის გარშემო აგორებულმა სკანდალმა კანადის საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ლევან ახალაიას სიუჟეტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან