სააკაშვილის საქმე და „მაგნიტსკის სია“
„მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგის წინასწარი ვერსია მზად არის. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მომზადებულ ჩამონათვალში, სავარაუდოდ, 20-მდე პირი მოხვდება, მათ შორის იქნებიან იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ცალკეული მოსამართლეები და ექიმებიც. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის გარემოცვის მტკიცებით, პატიმრობის პერიოდში სააკაშვილის უფლებები დაარღვიეს. თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ წამებასთან ერთად ყოფილი პრეზიდენტი მოწამლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პროცესში სააკაშვილის უცხოელ ადვოკატსაც რთავს და თავად სიაში მოხვედრილ პირთა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებას იწყებს. რუსი ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც რუსეთის მასშტაბურ ფინანსურ მაქინაციებს და კორუფციულ ფაქტებს იკვლევდა, 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა. 2012 წელს კონგრესის მიერ დამტკიცებულ მაგნიტსკის აქტის შესაბამისად კი მისი სახელობის სია მომზადდა, სადაც პატიმრის წამებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაეკისრათ. რამდენად რელევანტურია „მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგის, იგივე „სააკაშვილის სიის“ შექმნა - ოპოზიციის ნაწილისგან გასხვავებით, მმართველი გუნდი ინიციატივას უსაფუძვლოდ და სასჯელისგან გათავისუფლების პიარ მცდელობად აცხადებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სააკაშვილის საქმე და მხარდამჭერი აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის საქმე და საერთაშორისო გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის საქმე და ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
TV IMEDI
მიხეილ სააკაშვილის საქმე და მისი საზღვარგარეთ გადაყვანა | "ო...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მიხეილ სააკაშვილის საქმე და ამ დრომდე უთქმელი სიმართლე | ვინ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მიხეილ სააკაშვილის საქმე და ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 14:00 საათზე - 11 იანვარი, 2023 წელი
TV IMEDI
7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster