წნორში სიძემ სიმამრი ცივი იარაღით დაჭრა


სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში სიძესა და სიმამრს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება სისხლიანი დაპირისპირებით გაგრძელდა. 39 წლის მამაკაცმა სიმამრი ცივი იარაღით დაჭრა. მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა წნორში, დაზარალებულის ოჯახში, იმ დროს მოხდა, როცა სიძე სიმამრთან სტუმრად იმყოფებოდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის საავამყოფოში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლობლების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სიძე სიმამრს შორის კამათი ჩხუბით დასრულდა. ეჭვმიტანილი მიმალვაშია. საქმეს სიღნაღის პოლიცია იძიებს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1nt1vle

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან