„გირჩი - მეტი თავისუფლების” საკრებულოს სიის დაკომპლექტება

20.08.2021 01:32

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიას, პორტალზე ხმის მიცემის საშუალებით დააკომპლექტებს. ხმის მიცემის პროცედურა 09:45 საათიდან დაიწყო და 19:45 საათამდე გასტანს. კანდიდატებად ამომრჩევლის წინაშე წარდგება „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ექვსი პოლიტიკოსი. მათ შორის არჩევანი პარტიის პორტალზე რეგისტრირებულმა წევრებმა უნდა გააკეთონ, რომელთაც ტექნიკურად დარიცხული აქვთ როგორც დემოკრატიული, ასევე მერიტოკრატიული ქულები. პარტიაში „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ვიცემერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძეც პრაიმერისის გზით შეარჩიეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო