თესაუში პროკურატურა შევიდა. სამართალდაცავები უმაღლეს სასწავლებელში ფინანსურ ოპერაციებს სწავლობენ. კახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება უნივერსიტეტიდან შესული განცხადებების საფუძველზე დაიწყო. საუბარია ამავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური გაერთიანება - \"ახალი ტალღის\"- ლიდერის, ნოდარ ეჟიშვილისა და ასისტენტ-პროფესორის, თამარ მიქელაძის განცხადებებზე, რომლებმაც პორკურატურას საქმით დაინტერესების მოთხოვნით მიმართეს. საქმე ეხება საერთაშორისო პროექტ -„ბუმაპს\" და 2012 წელს თვითმმართველობის ორგანოს მიერ გახარჯულ 26 ათას ლარს. სასწავლებლიდან ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაცია. მომხდარზე გამოძიებას კახეთის სამხარეო სამმართველო აწარმოებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ვებ--გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/ZsU9iD
ვებ--გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/ZsU9iD