სასამართლომ „ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გაამართლა

24.05.2014 01:40

თელავის რაიონულმა სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი გაამართლა. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 მაისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" განცხადებით მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 30 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბექა ბაიდაურმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ხოლეგაშვილმა, გამგეობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თუშეთში მოსახლეობას სააღდგომო კალათები და მედიკამენტები გადასცეს. ცესკო-მ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1t6mFq6

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო