პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას  უერთდება


გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის აღსანიშნავად საქართველოს პირველი არხის შენობა წითელ ფერში განათდა. 

კვირეული ქალებზე ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღის აღნიშვნით დაიწყო. 16-დღიან კვირეულს ჩვენი ტელევიზია არაერთი აქტივობით, რეპორტაჟით და პროექტით უერთდება. გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა როლის გასაძლიერებლად ჩვენი ტელევიზია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა გენდერულად სტერეოტიპულ პროფესიებში ქალების დასაქმების წახალისება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გარშემო ინფორმირების დონე გაზრდილია. წლიდან წლამდე ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართვიანობის მაჩვენებელი იმატებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან