საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი "თაობა" გაიხსნა

02.11.2018 00:54

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პირველი საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი "თაობა" გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სპექტაკლებს ხუთი ქვეყნის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივი წარმოადგენენ. ფესტივალის მიზანი თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, სტუდიებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება და მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობა-გაზიარებაა. თეატრალური ფესტივალი 5 ნოემბერს დაჯილდოვების ცერემონიით დაიხურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: