გოგა ხაინდრავას განცხადება

03.09.2020 01:15

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ვერანაირი გზით, სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა. ხაინდრავამ ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ რომ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატი სწორედ სააკაშვილი იყოს. ხაინდრავას განმარტებით, ეს შეუძლებელია, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ასევე რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: