ვის ეკუთვნის ე.წ. ძველი ავტოსადგურის ტერიტორია?
თელავში ე.წ. ძველი ავტოსადგურის შესასვლელ გზას რეაბილიტაცია ესაჭიროება. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები და ფეხით მოსიარულეები ამბობენ, რომ დაზიანებული გზის საფარი მათ პრობლემებს უქმნით. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქუჩის მონაკვეთის რეკონსტრუქციას ითხოვენ. ავტოსადგურის მფლობელმა - ამირან გოზალიშვილმა სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა, თუმცა ჟურნალისტებთან პირადი საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგურს არ ეკუთვნის და მასზე პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს ეკისრება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან პირად საუბარში ამბობენ, რომ ავტოსადგურის შესასვლელი გზა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არ არის და მათ ამ მიწის ფართობზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით აღნიშნული ტერიტორიის მფლობელის ვინაობა გაურკვეველია. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიით „ახალი ამბების" სტუმრობის შემდეგ დაინტერესდა და როგორც იქ განაცხადეს, მოკვლევაც დაიწყეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში კომენტარისთვის რამდენიმე დღე ითხოვეს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/13wpweC
მსგავსი ვიდეოები
ვის ეკუთვნის ყარაბაღი და როგორ გაიმარჯვა აზერბაიჯანმა?
Anri Kurtanidze
ვის ეკუთვნის დუბაის აეროპორტში განთავსებული კერძო თვითმფრინა...
Business Media Georgia
ვის ეკუთვნის ახალი ატელიეს "House Laboratory-ის" შექმნის იდე...
Music Box
ვის ეკუთვნის საკუთარი სხეული? - იაგო ხვიჩია უცნობის კიდობანშ...
Girchi • გირჩი
ვის ეკუთვნის მაესტრო - მამუკა ღლონტი და მისი ადვოკატი წილები...
TV Pirveli
#ახალიკვირა აჭარაში აღმოჩენილი სამარხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვის ეკუთვნის მაესტრო - ბაჩო კიკაბიძე
TV Pirveli
ვის ეკუთვნის თვითმმართველობა? / მალხაზ ჭკადუა / ჰეშთეგი / Ha...
ჰეშთეგი / Hashtag