კორონავირუსით ინფიცირების დღიური შემთხვევების ანტირეკორდი.
პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე, დღეს საქართველოში ყველაზე საგანგაშო სტატისტიკა გამოვლინდა. 18 იანვარს „კოვიდ-19“ 7 521 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ნიშნავს, რომ გუშინდელთან შედარებით მონაცემები გაორმაგდა. დღემდე ქვეყანაში დღიური სტატისტიკა 6 300-ზე მაღალი არასდროს ყოფილა. პროგნოზი კიდევ უფრო პესიმისტურია - მეექვსე ტალღის პიკურ პერიოდში, ანუ თებერვალში დღეში 10-დან 15 000-მდე ინფიცირებულს ვარაუდობენ. ახალი შემთხვევების 50% „ომიკრონია“, თუმცა პრობლემებია ახალი შემთხვევების აღრიცხვის პროცესში. „ომიკრონს“ სწრაფი ტესტები ხშირად ვერ ავლენს, თუმცა საეჭვო სიმპტომების დროს ძირითადად სწორედ ანტიგენზე დაფუძნებულ ტესტებს იყენებენ. მართალია, სამხრეთ აფრიკული შტამი შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაგრამ ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ამ შტამით ინფიცირების შემთხვევაში მოსალოდნელ გართულებებზეც აფრთხილებენ. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაზრდილია ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.