შუახევის ჰესის მშენებლობა. სოფელი მახალაკიძეები
© www.liberali.ge შუახევი, სოფელი მახალაკიძეები. შუახევის ჰესის პროექტის ფარგლებში სოფელში მდ. ჩირუხისწყალზე გვირაბი გაჰყავთ. http://liberali.ge/videos/view/1096/-... სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებულ გვირაბს მიმართულება შეუცვალეს და ახლა ის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გასწვრივ, მეწყერსაშიში ქედის შიგნით გადის. მათი თქმით, რაც გვირაბის გაყვანის სამუშაოები დაიწყო, სოფელში სასმელი წყალი დაშრა. მოსახლეობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოფელში წყალი დაშრებოდა, მემორანდუმით კომპანია პასუხისმგებლობას იღებდა, რომ 6 თვის განმავლობაში წყალს გაიყვანდნენ. თუმცა, მათი თქმით, ახლა ადგილობრივი ხელისუფლება და კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა პროექტს არ უკავშირდება. მოსახლეობა ამბობს, რომ გვირაბის გასაყვანად ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების შედეგად სახლები დაებზარათ. მთიდან ჩამოცვენილმა ლოდებმა კი სხვადასხვა ნაგებობა დაუზიანა. მოსახლეობა დღემდე ითხოვს კლდეში დარჩენილი ლოდების გამაგრებას. მათი თქმით, ყოველი აფეთქების შემდეგ პოტენციური საფრთხე ჩნდება, რომ ლოდების დარჩენილი ნაწილი ჩამოიშალოს, სახლები დააზიანოს და ადამიანი მოიყოლოს.
ჟურნალი ლიბერალი-ის სხვა ვიდეოები
მანდატური გიორგი ჭანტურია
სტალინი - მკითხველი კაცი, ლევან ბერძენიშვილი სტალი...
ვიდეო ► თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს ურტყამს დ...
გმადლობთ ქალბატონო!
24:59
თოვლში მოყოლილი მოხის ამბავი
01:19:25
ფაშისტური ჯგუფი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება
01:36
„არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა" - ადამიანის უფლებათა...
01:14
მზის დაბნელება საქართველოში
მსგავსი ვიდეოები
სოფელი ჰესთან
მაუწყებელი • Mautskebeli
სოფელი ნიგაზეული - ცხოვრება შიშის ქვეშ
მაუწყებელი • Mautskebeli
შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა
Giorgi Kvirikashvili
„შუახევი ჰესის“ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
TV 25
რა პრობლემები შეუქმნა შუახევი ჰესმა მოსახლეობას აჭარაში
Mtisambebi / მთის ამბები
ბუნების კანონი-გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
Ajara TV
უსაფრთხოა თუ არა შუახევი ჰესის აღდგენილი გვირაბები $500 მი...
ბათუმელები / Batumelebi
"შუახევიჰესის მშენებლობა"
Georgian Energy