66 წელი პირველი ტელემაუწყებლობიდან

30.12.2022 07:57

თითქმის შვიდი ათეული წელი ეთერში და პირველი მაუწყებლობა საქართველოში - პირველი არხი დღეს 66 წლის გახდა. 1956 წლის 30 დეკემბერი ისტორიული თარიღია. დღე, როდესაც მთაწმინდაზე განთავსებული ტელეხედვის სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენი არხი ყოველდღიურ რეჟიმში გაწვდით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას და გთავაზობთ არაერთ პოლიტიკურ, შემეცნებით და გასართობ გადაცემასა თუ მეგა პროექტს. 1956 წლიდან დღემდე არხის მთავარი პრიორიტეტი უცვლელია. ერთგული მაყურებლის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინოს და მოგაწოდოთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია, ასევე მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი ტელე-პროდუქტი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტელევიზიამ დღეს სხვადასხვა თაობის თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს უმასპინძლა. „მადლობა ერთგულებისთვის“ - ამ სახელწოდებით ღონისძიება პირველი არხის შენობის ერთ-ერთ უძველეს, პირველ სტუდიაში გაიმართა. ყველასთვის საყვარელი და ცნობილი სახეები და მაუწყებლობის 66 წლიანი ისტორია თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#ახალიდღე 66 წელი სისხლიანი 9 მარტიდან
14:26

#ახალიდღე 66 წელი სისხლიანი 9 მარტიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა
03:52

საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე რეზო გელაშვილის სახელობის ფესტივალი
03:04

#ახალიდღე რეზო გელაშვილის სახელობის ფესტივალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ახალი წელი - ანარეკლები
02:21

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ახალი წელი - ანარეკლები

რადიო თავისუფლება

პირველი არხი - იქ, სადაც საქართველოა
15:24

პირველი არხი - იქ, სადაც საქართველოა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე - „იუესეიდის“ პროგრამა
04:08

ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე - „იუესეიდის“ პროგრამა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

1925 წელი, 23 მაისი - საქართველოს რადიოს დღე
00:37

1925 წელი, 23 მაისი - საქართველოს რადიოს დღე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - თბილისში დაღუპულებს იხსენებენ
03:28

ერთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - თბილისში დაღუპულებს იხსენ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო