66 წელი პირველი ტელემაუწყებლობიდან


თითქმის შვიდი ათეული წელი ეთერში და პირველი მაუწყებლობა საქართველოში - პირველი არხი დღეს 66 წლის გახდა.

1956 წლის 30 დეკემბერი ისტორიული თარიღია. დღე, როდესაც მთაწმინდაზე განთავსებული ტელეხედვის სტუდიიდან მაუწყებლობა დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენი არხი ყოველდღიურ რეჟიმში გაწვდით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას და გთავაზობთ არაერთ პოლიტიკურ, შემეცნებით და გასართობ გადაცემასა თუ მეგა პროექტს. 1956 წლიდან დღემდე არხის მთავარი პრიორიტეტი უცვლელია. ერთგული მაყურებლის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინოს და მოგაწოდოთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია, ასევე მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი ტელე-პროდუქტი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტელევიზიამ დღეს სხვადასხვა თაობის თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს უმასპინძლა. „მადლობა ერთგულებისთვის“ - ამ სახელწოდებით ღონისძიება პირველი არხის შენობის ერთ-ერთ უძველეს, პირველ სტუდიაში გაიმართა.

ყველასთვის საყვარელი და ცნობილი სახეები და მაუწყებლობის 66 წლიანი ისტორია თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან