Devil's Food Cake. შოკოლადის ტორტი "ეშმაკის საჭმელი".Еда дьявола торт


Ingredients:
130 gr. flour
100 gr. Cocoa
350 gr. Sugar
1/3 teaspoon baking powder
1 teaspoon soda
Vanilla
3 eggs
1 cup (300 g) milky coffee
150 g. Melted butter
Cream Ingredients:
1 egg
150 ml. Milk
200 gr. Sugar
50 ml. Cognac
200 gr. Butter
250 gr. chocolate.
Baking shape diameter 24 cm
Bake at 180 ° C for 45 minutes

\"ეშმაკის საჭმელი\" ასე უწოდეს ამ ტორტს ამერიკაში,მან ეს სახელი თავისი შავი შეფერილობის გამო მიიღო.
თუმცა ჩვენ შავი შოკოლადის მაგივრად რძიანი შოკოლადი გამოვიყენეთ კრემში და მას უფრო ნათელი შეფერილობა მივეეცით. ტორტი არის ძალიან არომატული ვინაიდან აქვს რძიანი ყავა და კაკაო ერთად.თუ ტორტი ბავშვებისთვისაც არაა განკუთვნილი შეგიძლიათ ფენები დანამოთ კონიაკიანი სიროფით და კრემში შავი მწარე შოკოლადი გამოიყენოთ მას უფრო \"ველურ\" გემოს მიანიჭებთ....
მაშ ასე დავიწყოთ ეს ეშმაკის ტორტი...
მასალად დაგვჭირდება:
130გრ. ფქვილი
100გრ. კაკაო
350 გრ. შაქარი
1/3ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1ჩ.კ. სოდა
ვანილი
3 კვერცხი
1ჭიქა(300 გრ) რძიანი ყავა
150 გრ. გამდნარი კარაქი
კრემის მასალა:
1 კვერცხი
150 მლ.რძე
200 გრ. შაქარი
50მლ.კონიაკი
200გრ. კარაქი
2ფილა შოკოლადი. ერთი კრემში,
მეორე ზევიდან მოსაყრელად
ფორმის დიამეტრი 24სმ
ცხვება 180°C–ზე 45 წუთი ,გახურებულ ღუმელში
ტორტი თუ უფრო მაღალი გინდათ გამოიყენეთ უფრო მცირე ფორმა, ან გამოაცხეთ ორი ბისკვიტი და კრემიც გააორმაგეთ, ზევიდან მორთეთ სურვილით, ეს კრემი საუკეთესოდ იჭერს თავს ზევიდან მოსართავად. მომავალში აუცილებლივ გამოგიცხობთ შავი კრემით და ორმაგი ბისკვიტით ზევიდან კრემით გაფორმებულს, თვალყური ადევნეთ ჩვენ არხს
მადლობა რომ გვიყურებთ.
ცხობის პროცესში შეგვეკითხეთ და გიპასუხებთ
მოგვძებნეთ ფეისზე: https://www.facebook.com/Culinary.Info/
წაიკითხეთ რეცეპტი:

ვიდეოები „Culinary Info.გემრიელი ამბები"-ისგან