კანდიდატურების მოსმენა პარლამენტში
დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. პარლამენტმა არჩევანი ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს შორის უნდა გააკეთოს. ორივე სამართლის სპეციალისტია. დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის დროს, ჯანაშვილმა კონკურენტთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტი ხმა მიიღო. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა კანდიდატებმა დეპუტატების წინაშე ვრცლად ისაუბრეს, რა პრინციპებით იმუშავებენ იმ უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელსაც მანამდე ლონდა თოლარაია ხელმძღვანელობდა. შეკითხვები თოლორაიას მიერ მიღებულ გახმაურებულ გადაწყვეტილებებზეც დაისვა. ოპოზიცია არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პროცესის შეჩერებას ითხოვს. სამართლებრივ დავას კანონდარღვევით გათავისუფლების არგუმენტით, თავად ლონდა თოლორაია აწარმოებს. ახალი კონკურსების გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წლის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი გაუქმდა და მის ნაცვლად პარლამენტმა ორი სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცესკოს კანდიდატების მოსმენა პარლამენტში
TV IMEDI
ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის კანდიდატურების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის კანდიდატურების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატების სია წარედგინება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეების დანიშვნის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს კანდიდატების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის კანდიდატურების განხილვა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster