მინისტრის აპარატის კომენტარი პრობლემებზე, რომლებიც უმცირესობებს საჯარო სამსახურებში ხვდებათ
12/18/2021
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
https://mtisambebi.ge/ - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც 1+4 საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს, არ აქვს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, სტაჟირების დასრულების შემდეგ, რამდენმა მონაწილემ შეძლო დასაქმება. მინისტრის აპარატი არ აღწერს, რა ცვლილება მოუტანა სტაჟირებაში მონაწილე პირებს ამ პროექტმა.