რეზოლუცია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

15.03.2022 06:25

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დასაჩქარებლად მომზადებული რეზოლუცია მიღებულია. 111 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა ცოტა ხნის წინ კენჭისყრა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ პროექტს ოპოზიციამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. თუმცა, ოპონენტებს დოკუმენტის მიმართ რამდენიმე შენიშვნა მაინც აქვთ. ოპოზიცია რეზოლუციაში იმ გეგმების და რეფორმების დღის წესრიგის ასახვას ითხოვდა, რომლებმაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მიიყვანოს. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს ახსენებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ყველა ვალდებულება და გასატარებელი რეფორმა დეტალურად არის გაწერილი. რეზოლუციის პროექტი მმართველმა პარტიამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადის წარდგენამდე მოამზადა, განაცხადის გაგზავნის შემდეგ კი მასში კორექტივები შეიტანა. რეზოლუციის მთავარი მოწოდებაა, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ძალისხმევა გაააქტიუროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ
05:12

რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
06:43

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
03:13

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპარლამენტის რეზოლუცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ

ევროპარლამენტის რეზოლუცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტის ბიუროს სხდომა
01:19

პარლამენტის ბიუროს სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუციის პროექტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
02:55

რეზოლუციის პროექტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
06:40

რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ
02:33

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო