მასშტაბური სტიქია ინდოეთში


ინდოეთში კვლავ მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან. კერალას შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 357-მდე გაიზარდა. ამ დრომდე 10 ათასამდე ადამიანი ყოველგვარ კომუნიკაციას არის მოწყვეტილი.

დაზარლებულებთან დაკავშირება წყალმოვარდნების შედეგად ჩამოწოლილი მეწყერის გამო ვერ ხერხდება. სპეციალურად მათთვის სამაშველო ოპერაციებს ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლები ატარებენ.

სრული მობილიზაციის მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლება დამატებით დახმარებას ითხოვს. კერალას შტატში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა კათოლიკური სამყაროს წინამძღვარმაც. პაპმა ფრანცისკემ საერთაშორისო საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან