თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც სერგო თეთრაძის საქმეზეა მსჯავრდებული, საქმეს სტრასბურგში გასააჩივრებს. ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.\n\nდაცვის მხარე განმარტავს, რომ საქართველოში საქმის განხილვა დარღვევების ფონზე წარიმართა.\n\nუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ორი ინსტანციის მიერ ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.\n\nპოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა.\n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/\nგამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb \nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.