„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი „შავი სია“
„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში ნაცნობი თემა აქტიურდება. პარტიის ლიდერები ისევ ე.წ. შავი სიის შედგენას ითხოვენ. ამჯერად იმ მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მათი აზრით, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ. იდეის ავტორების გეგმით, შემდგომი ნაბიჯი ამერიკის და ევროპის ქვეყნებისთვის სიის მიწოდება უნდა იყოს, რათა ეს ქვეყნები ჩამონათვალში მოხვედრილი პირებისთვის სამუდამოდ დაიხუროს. რომან გოცირიძის მიერ გახმოვანებული ინიციატივის მიზეზი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენია. ყოფილ მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამიდან სწორედ წინა კვირას მიღებული გადაწყვეტილების გამო მოხსნეს. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით დადასტურებული არ არის. თემას კიდევ უფრო მეტი რეზონანსი ამერიკის საელჩოს მისამართით მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებამ შესძინა, რომლის მიღმა ოპოზიციის ნაწილმა დასავლეთის მიმართ მუქარა ამოიკითხა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 დაპირისპირება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შავი ნოდარას მორიგი სიგიჟე //#სამნი \u0026 Co. /01.03.2023
ნაციონალური მოძრაობის მორიგი პერფორმანსი
TV IMEDI
"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი შეხვედრა 18 10 17
მეცხრე ტალღა
„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ბოიკოტი
TV IMEDI
"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი აფერა
TV IMEDI
„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ბრალდება სახელისუფლებო პარტია...
TV 25
ნაციონალური მოძრაობის მორიგი პროვოკაცია ზუგდიდში
TV IMEDI