კახეთის გუბერნატორი ჟურნალისტებს შეხვდა


კახეთის გუბერნატორი დღეს კახეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას აწყდებიან. ირაკლი შიოლაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის პირობა მისცა.
შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, დახურულ კარს მიღმა, ვიდეოკამერების გარეშე წარიმართა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gEjIZY

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან