„კახეთის ენერგოდისტრიბუცია\" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს. გიორგეთში, ლაფნიანსა და ვერხვიმინდორში გასული საუკუნის სამოციანი წლების ამორტიზებული ელექტროგადამცემი სადენები 10 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი იზოლირებული სადენით შეიცვალა. პროექტის ფარგლებში 600-მდე აბონენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრიცხველი დაუმონტაჟდა. მიმდინარე სამუშაოები დღეს კახეთის ენერგოდისტრიბუციის ხელმძღვანელობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13AXSSo
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/13AXSSo