თურქეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
თურქეთის მთავრობა, ტერორიზმის საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. გადაწყვეტილება ანკარაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიის ხელისუფლებამ თურქული მხარე სტამბოლსა და ანკარაში მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ გააფრთხილა. პოტენციური თავდასხმების საშიშროების გამო, გერმანიამ თურქეთში დიპლომატიური მისიები დროებით დახურა. მუშაობა შეაჩერეს ანკარაში გერმანიის საელჩომ, სტამბოლში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ და ანკარაში მდებარე გერმანულმა სკოლამ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, არსებობს ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების შესახებ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ანკარაში კვირას მომხდარ მასშტაბურ ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფება „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“ აიღო. შესაბამისი განცხადება დაჯგუფების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქურთი რადიკალები ტექსტში თურქეთს ფაშისტურ ქვეყანას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ანკარაში მომხდარი ტერაქტი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქურთებით დასახლებულ რაიონებში თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე პასუხი იყო.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თურქეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
Music Box
შესაძლოა შეზღუდვები გამკაცრდეს /პოლიტიკური დიალოგის პერსპექტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა რეგიონული...
Georgian Government
პრემიერ-მინისტრის მიმართვა
Georgian Government
თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფ...
თავისუფალი არხი - Free Channel
ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს სახლი - თურქეთის მთავრობა!
შეცვალე საქართველო
შტაინმაიერი: გერმანიის მთავრობა თურქეთის ხელისუფლებასთან მოლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან...
Georgian Government