ვატიკანის დელეგაცია თბილისში
წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა ქვეყანას და ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნო. კარდინალ პიეტრო პაროლინი გუგუტიანთკარსა და წეროვანში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, კარდინალ პიეტრო პაროლინის ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველოს მიმართ რომის პაპის მხარდაჭერისა. შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთანაც. ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და განათლების საკითხებს. აუდინეცია შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვატიკანის წარმომადგენლობამ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანმა, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკურ ტაძარში წირვაც ჩაატარა. წირვის შემდეგ ის საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ დიდუბის ცენტრს ეწვევა, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან. კარდინალი პაროლინი საქართველოს პირველად სტუმრობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თბილისში დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა ვატიკანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ვატიკანში დასრულდა
Euronews Georgia
ვატიკანის „პროპაგანდა ფიდეს“ არქივში დაცულ დოკუმენტებს ქართვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვატიკანის საიდუმლო საცავები
კოდი
ვატიკანი (რომის რესპუბლიკიდან დამოუკიდებლობამდე)
Ninette
ვატიკანი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster