მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა


მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ექიმი და არასამთავრობო ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილისგან განცხადების გაკეთებას ითხოვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღეს წერილი გადასცეს. მიზანი არა შეწყალების მექანიზმის გამოყენება, არამედ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესება და რეაგირებაა. განცხადებით მიმართეს ევროკავშირის ელჩსაც.

სააკაშვილის ოჯახის, თანაგუნდელების და ექიმების ნაწილის მთავარი მოთხოვნა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა იმ არგუმენტით, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და საკვებსაც ვეღარ იღებს. ჯანმთელობის დამძიმება თუ მისი ხელოვნურად დაზიანება - პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი პარტიის ექიმმა დეპუტატებმა დღეს მიხეილ სააკაშვილს უარით უპასუხეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან