სენაკი 150: ურბანული განვითარების ისტორია - ედიშერ ბაღათურია

09/23/2021
Chveni Senaki-ის მიერ

#ChveniSenaki #CaucasianHouse #InternationalAlert #USAID
სენაკი არ არის დიდი ხნის ქალაქი, - მას 150 წელი შეუსრულდა. მიუხედავად ამისა, სენაკმა განვითარების რამოდენიმე ეპოქა გამოიარა, რომელმაც ერთი შეხედვით ამ ჩვეულებრივ ქალაქში თავისებურად გამორჩეული ქალაქური გარემო ჩამოაყალიბა.

დღევანდელ საინფორმაციო ეპოქაში ჩვენ უფრო და უფრო მეტი რამ ვიცით ჩვენი ქალაქების შესახებ. ვიცით მასთან დაკავშირებული მრავალი ტექნიკური პარამეტრი - მოსახლეობის რაოდენობა, ფართობი, გეოგრაფიული მდებარეობა, განაშენიანება, ეკონომიკა, ტრანსპორტი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხშირად არ ვიცნობთ ჩვენი ქალაქების ხასიათს, - ე.წ. Genius Loci-ის, რომელიც ყველაზე არსებითად მოქმედებს ქალაქის, ქალაქური გარემოს ფორმირებაზე.

ედიშერ ბაღათურია ახალგაზრდა ურბანისტია. მას სენაკის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის სენაკის იმ ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ მოგვიყვება, რომელშიც სენაკისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ქალაქური ხასიათი იკითხება. თავის მხრივ, თითოეული ქალაქის ისტორიისა და ხასიათის შეცნობის გარეშე შეუძლებელია ქალაქების სწორ განვითარებაზე ვისაუბროთ.

შეხვედრა იმართება ,,კავკასიური სახლისა\" და International Alert-ის პროექტის \"ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის\" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ