თბილისის კუდოს კლუბების სპორტსმენებს ატესტაცია ჩაუტარდათ

26.02.2020 02:18

თბილისის კუდოს კლუბების სპორტსმენებს "ფიტნეს 31-ში" ატესტაცია ჩაუტარდათ; თანრიგის მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად კუდოს კლუბ "ბორჯღალიდან" 32, "დავითიანნიდან" 37 და "ლეგიონიდან" 13 კუდოისტი იბრძოდა. ყველა სპორტსმენმა პროგრამა წარმატებით დაძლია; კუდოისტებს თანრიგის შესაბამისი ფერის ქამრის ტარების უფლება მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცემათ; ატესტაციის მიზანია კუდოისტების ფიზიკური მომზადებისა და თეორიული ცოდნის დონის შემოწმება; ატესტაცია კუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა; ატესტაციის პროგრამა ასევე წარმატებით დაძლიეს ახალციხის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ტყიბულისა და ამბროლაურის კუდოისტებმა; საქართველოს კუდოს ფედერაცია ატესტაციის პროგრამას წელიწადში ორჯერ ატარებს. გაზაფხულის ატესტაცია დასრულდა. მორიგი ეტაპი შემედგომაზე ჩტარდება. #საქართველოსკუდოსფედერაცია #კუდო #ატესტაციისპროგრამა #თბილისი ნაკლების ნახვა

გაზიარება: