➡ ქართული ოპოზიციის ოპოზიცია
➡ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები
ზეწოლის წინააღმდეგ
➡
‘არ შეგრჩებათ მშვიდობიანი აქციის დროს ესეთი ძალადობა’, დაწერა ოპოზიციური პარტია ‘ახალი საქართველოს’ წევრმა თეონა ჭალიძემ ორშაბათს ფეისბუქზე.
ჭალიძემ იმ დღეს, მცხეთაში, ხელისუფლების მომხრეების მიერ დაზარალებული ორი ახალგაზრდა აქტივისტის ფოტოები გამოაქვეყნა.
ოპოზიციონერებმა ასეთ მომხრეებს ‘ტიტუშკები’ უწოდეს - უკრაინაში, ‘ევრომაიდანის’ დროს, პრეზიდენტის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ჯგუფების სახელი. ისინი ქუჩაში ოპოზიციის წევრებზე ძალადობდნენ.
‘იანუკოვიჩი ზუსტად იგივე მეთოდებით მოქმედებდა მშვიდობიანი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ეს ივანიშვილის დასასრულია!’, აღნიშნა ახალგაზრდა ოპოზიციონერმა ალექსანდრე მილორავამ ფეისბუქზე.
‘სამარცხვინოები და კრიმინალები ხართ ქოცებო’, აღშფოთდა ძალადობის გამო ეკონომისტი დავით ნებიერიძე.
მოძრაობა ‘გაბედემ’, რომელიც ორშაბათს მცხეთაში გამართულ აქციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა რომ პოლიციამ მათი სხვა დაზარალებული წევრები შემდეგ დააკავა კიდეც.
‘გაბედემ’ მოგვიანებით ასევე განაცხადა რომ კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც მათ თავს დაესხნენ, ხელისუფლების მიერ იყვნენ მობილიზებულები.
‘მერიის თანამშრომლები დაგვახვედრეს მცხეთაში, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ’.
კონტრაქცია ორგანიზდა იმავე ორშაბათს, თბილისში, ‘ქართული ოცნების’ ოფისთან შეკრებილი ოპოზიციის წინააღმდეგაც.
‘როგორ მოუშვა პოლიციამ მოძალადეები ჩვენამდე’ - ოპოზიციონერმა თამარ კაკაბაძემ საღამოს ვიდეო გამოაქვეყნა ფეისბუქზე.
კადრში ჩანს, როგორ უშვებს პოლიცია დაუბრკოლებლად ‘ქართული ოცნების’ ახალგაზრდა წევრებს ოპოზიციონერ აქტივისტებამდე.
რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისამთავრობო მიტინგებზე კონტრაქციებით ძალადობის ფონზე, ანონიმური ფეისბუქ გვერდები პროტესტის ლიდერების დისკრედიტაციას აგრძელებდნენ.
მათ ამხელდნენ პრორუსულობაში, ‘ლგბტ-აგიტატორობაში’ და ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კავშირში.
‘ჩვეულებრივი მიშას აგრესიული აქტივისტები არიან’, ამტკიცებდა ერთი ფეისბუქ-გვერდი ორშაბათს.
თუმცა, ბევრი დამკვირვებელი ეჭვს გამოთქვამდა, რამდენად დამაჯერებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის ახალგაზრდა აქტივისტების სააკაშვილთან დაკავშირება.
‘დღითი დღე სულ უფრო გართულდება მორალურად აქციის მონაწილეების ნაციონალებად შერაცხვა. დღეს აქციაზე დგანან ახალგაზრდები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს 10-12 წლისანი იყვნენ’, აღნიშნა გასულ კვირას ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა თემურ ჯვარშეიშვილმა ტვიტერზე.
➡
ოთხშაბათს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლებმა ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის მხრიდან ‘ზეწოლა’ და ‘შანტაჟი’ გააპროტესტეს.
ჟურნალისტების ეჭვები რომ ამის მიღმა მმართველი პარტია შეიძლება იდგეს, ‘ქართული ოცნების’ წევრების მიერ ბოლო პერიოდში ტელევიზიის გახშირებულმა კრიტიკამ გაამყარა.
ოთხშაბათს, მაუწყებლის თანამშრომლების აქციის შემდეგ, ბევრმა ონლაინ-სივრცეში ჟურნალისტების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
მათ შორის იყო მედიის მკვლევარი ნინო დანელია, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლები უწოდა:
‘ჩემი სოლიდარობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს და მთელ გუნდს… არ დანებდეთ და იბრძოლეთ სადამდეც შეძლებთ!’.
‘ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა — დირექტორისთვის’, აღნიშნა მაუწყებლის ტელევიზიის წამყვანმა 4 დეკემბერს.
თუმცა, ფეისბუქზე განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა.
ჟურნალისტთა პროტესტის შემდეგ, რეჟისორმა ირაკლი ანთიძემ ვრცელი პოსტები მიუძღვნა მათ და ტელევიზია ‘სოდომისტი’ ლიბერალების მიერ მართულად გამოაცხადა.
#ქართულიოცნება #პროპორციულიაჩევნები #გაბედე #სირცხვილია #შეცვალე #ქვეყნისსამსახურში #ნუჩაერევი #აჭარისტელევიზია
ტექსტი: შოთა ხინჩა
ვიდეო: დავით ჭუმბურიძე
ხმა: მარეხ შერვაშიძე