Style Avenue - ეკა ჯავახიშვილი
Official Site - http://www.musicbox.ge/ Facebook - https://www.facebook.com/pages/MusicB... Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge ეს ბინა სულ რაღაც 90 კვადრატული მეტრია, თუმცა დიზაინერი ეკა ჯავახიშვილი ყველანაირად შეეცადა არსებული სივრცე მაქსიმალურად აეთვისებინა და შეექმნა ისეთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მას დიდ კომფორტთან ერთად მყუდროებასაც შეუქმნიდა. ცალმხრივი განათებისა და მზიდი კედლის პრობლემის გამო, სახლი საკმაოდ საინტერესოდ დაპროექტა. ბინაში გაჩნდა სამკუთხედი სველი წერტილი და ხუთკუთხედი საძინებელი. სხვათაშორის მრავალკუთხოვანი ოთახები სახლის ინტერიერს საკმაოდ მომხიბვლელსა და ამავდროულად უცნაურს ხდის. იმის გამო რომ ეკა ჯავახიშვილი მზიდ კედელს ხელს ვერ ახლებდა, ამ უკანასკნელმა დეკორატიული ელემენტის დატვირთვა შეიძინა. ინტერიერში სიმრგვალის შემოტანასთან ერთად ფანჯრის სიახლოვეს გაჩნდა მრგვალი სვეტიც. ბინის დაპროექტებისას ეკა ჯავახიშვილს მელანქოლიურ განწყობა ჰქონდა, სწორედ ამიტომ საძინებელი ოთახი მუქ ფერში გადაწყდა. თუმცა დროთა განმავლობაში ხასიათის ცვალებადობასთან ერთად ეკა არ გამორიცხავს სახლის ინტერიერის განახლებას. ერთი შეხედვით სამზარეულო და მისაღები ოთახი ერთ სივრცეშია განლაგებული, თუმცა მათ გასამიჯნად ეკა ჯავახიშვილმა ხელოვნურად შექმნა კედელი, რომელიც სრულიად იზოლირებულს ხდის ამ ორ ზონას. ასე რომ თუკი თქვენც გაქვთ სივრცის პრობლემა, თუმცა მიუხედავად ამის გსურთ ბინა მაქსიმალურად მყუდრო და მოსახერხებელი გამოვიდეს, ეცადეთ არსებული ფართი რაციონალურად გამოიყენოთ და შექმნათ ყველასგან განსხვავებული, მხოლოდ თქვენზე მორგებული ინტერიერი.
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
Style Avenue - ემა ომანაძე
Music Box
Style Avenue - ნატალია დევდარიანი
Music Box
Style Avenue - გიორგი ოქრიაშვილი
Music Box
Style Avenue - დავით მახარობლიშვილი
Music Box
Style Avenue - ციკო
Music Box
Style Avenue - ნანა ჭურაძე
Music Box
Style Avenue - დავით ბახტაძე
Music Box
ELIZABETH ARDEN 5th Avenue After Five სუნამო სპრეი
სილამაზის სამყარო